თავში

გერმანია აშშ-ს რესპირატორული ნიღბების მითვისებაში ადანაშაულებს

გერმანია აშშ-ს რესპირატორული ნიღბების მითვისებაში ადანაშაულებს
გერმანია აშშ-ს რესპირატორული ნიღბების მითვისებაში ადანაშაულებს

აშშ-მა, ბანგკოკში გერმანიის პოლიციისათვის დამზადებული 200 000 რესირატორული ნიღბის უკანონო კონფისკაცია მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Tagesspiegel ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნიღბების პაკეტს ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებდა. ბერლინის მიერ შეკვეთილი ნიღბები ჩინეთში, ამერიკული კომპანიის ქარხანაში მზადდებოდა. გერმანიის მთავრობას რესპირატორული ნიღბების შესასყიდად განკუთვნილი თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა, თუმცა პირბადეების ბერლინში გადაგზავნა შეჩერდა და ისინი შეერთებულ შტატებში გადაიგზავნა.

ბერლინის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ტრანსატლანტიკურმა პარტნიორებმა არ უნდა დაუშვან კორონავირუსის პანდემიის დროს, აშშ-ის მიერ "ველური დასავლეთის მეთოდების" გამოყენება. მინისტრმა აშშ-ის მთავრობას საერთაშორისო რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

თეთრი სახლი რესპირატორული ნიღბების უკანონო კონფისკაციაში მონაწილეობას უარყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system