თავში

გერმანია აუცრელებისთვის შეზღუდვებს აწესებს

​გერმანია აუცრელებისთვის შეზღუდვებს აწესებს
გერმანია აუცრელებისთვის შეზღუდვებს აწესებს

გერმანია ეტაპობრივად აწესებს მკაცრ შეზღუდვებს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ მიუღიათ. ახალი შეზღუდვები ჯერჯერობით ეხება მხოლოდ ზოგიერთ მიწას, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება ამას საჭიროდ მიიჩნევს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

საქსონიაში ინტენსიური თერაპიის საწოლების 85% კოროვირუსით ინფიცირებული პაციენტებით არის სავსე. იქ ხელისუფლებამ ყველა მეორეხარისხოვან მაღაზიასა და დაწესებულებაში შემოიღო ე.წ. „2G“ წესი. „2G“ ნიშნავს „ვაქცინირებული და გამოჯანმრთელებული“. ეს ნიშნავს, რომ ასეთ ადგილებში სიარული მხოლოდ ვაქცინირებულებს, ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებს შეუძლიათ.

ანალოგიურ ზომებს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია აწესებს. არავაქცინირებულ ადამიანებს არ ექნებათ წვდომა ყველა მეორეხარისხოვან ობიექტსა და ღონისძიებაზე, მათ შორის ფეხბურთის მატჩებსა და საშობაო ბაზრებზე. სეზონის დასაწყისში კარნავალის ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების გარდა ტესტის გავლაც დასჭირდებათ.

ბერლინის მერმა მაიკლ მიულერმა კი განაცხადა, რომ რეგულაციებს ბერლინიც აწესებს. არავაქცინირებული პირები ვეღარ შევლნენ რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებში, გალერეებში და ვეღარ დაესწრებიან კონცერტებს. ამ ადგილებში შესასვლელად ვაქცინაციის დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, ვირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საკმარისი აღარ იქნება. ეს შეზღუდვა ასევე იმოქმედებს საცურაო აუზებზე, არავაქცინირებული ადამიანები ვეღარც ბოტანიკურ ბაღებსა და ზოოპარკში შევლენ, ასევე ვერ ისარგებლებენ სილამაზის სალონებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system