თავში

გერმანია ბეირუთის დასახმარებლად 10 მლნ ევროს გამოყოფს

გერმანია ბეირუთის დასახმარებლად 10 მლნ ევროს გამოყოფს
გერმანია ბეირუთის დასახმარებლად 10 მლნ ევროს გამოყოფს

გერმანია ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად ლიბანის დასახმარებლად 10 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა განაცხადა. 

მაასმა აღნიშნა, რომ ლიბანის მთავრობა მოქალაქეების ნდობის აღდგენას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გამჭვირვალე გამოძიებას დაიწყებს. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანას სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად ახალი რეფორმები ესაჭიროება. 

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მასშტაბური აფეთქება მოხდა. ლიბანის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.

აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 158-ს შეადგენს, ხოლო 60 ადამიანზე მეტი ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 6,000-ს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system