თავში

გერმანია "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" მშენებლობის მომხრეა

გერმანია "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" მშენებლობის მომხრეა
გერმანია ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის მშენებლობის მომხრეა

გერმანიის მთავრობის პოზიცია "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" გაზსადენთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Finanzen.net წერს.

გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ზიბერტმა განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან დისკუსია "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" შესახებ კვლავ გრძელდება.

”ეს არის ბიზნეს პროექტი და გერმანიის პოზიცია პროექტის პოლიტიკურ ასპექტებთან დაკავშირებით ცნობილია”, - განაცხადა შტეფენ ზიბერტმა და აღნიშნა, რომ გერმანია გაზსადენის მშენებლობას ემხრობა. 

Nord Stream 2 AG-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულებას შემოგდომამდე გეგმავს.

ცნობისათვის, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მილსადენის დაახლოებით 95% უკვე აშენებულია და მშენებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის დასრულდება. "ჩრდილოეთის ნაკადი 2" შენდება რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რამაც რუსეთიდან ევროპაში რუსული გაზის პირდაპირი გზით ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტს წინააღმდეგი არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system