თავში

გერმანია COVAX-ისთვის100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინებს გამოყოფს

გერმანია COVAX-ისთვის100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინებს გამოყოფს
გერმანია COVAX-ისთვის100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინებს გამოყოფს

გერმანია COVAX-ის პლატფორმისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების 30 მილიონ დოზას გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

„ჩვენ გვაშფოთებს, რომ ვირუსის ინდური ვარიანტი, რომელიც ჩვენამდეც მოვიდა, როგორც ჩანს, უფრო აგრესიულია. ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ანგელა მერკელმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გერმანიის მაგალითს მიბაძონ და დარჩენილი ვაქცინები იმ ქვეყნებს გაუზიარონ, რომლებსაც საკუთარი მარაგები არ აქვთ.

„ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system