თავში

გერმანია ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ბელარუსში ჩატარების წინააღმდეგია

გერმანია ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ბელარუსში ჩატარების წინააღმდეგია
გერმანია ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ბელარუსში ჩატარების წინააღმდეგია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ბელარუსში ჩატარებას მხარს არ უჭერს. მინისტრის თქმით ეს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის "დიდი პიარ-საჩუქარი" და საპროტესტო მოძრაობის დიდი მარცხი" იქნებოდა. ამის შესახებ მაასმა ტვიტერის გვერდზე დაწერა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორები ამ ფაქტორებს გაითვალისწინებენ.

ამ დროისათვის ბელარუსის ოპოზიცია ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების გაუქმებას ცდილობს. ჩემპიონატი 2021 წლის 21 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით მინსკსა და ლატვიის დედაქალაქ რიგაშია დაგეგმილი.

ჩემპიონატის ბელარუსის საორგანიზაციო კომიტეტი საკითხის ლატვიურ მხარესთან განხილვას გეგმავს. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ბელარუსში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მათზე დიდი ზეწოლა ხორციელდება.

ლუკაშენკო უკან დახევას არ აპირებს და აცხადებს, რომ თუ ლატვია ბელარუსთან ერთად ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უარს იტყვის, ის მას მარტო ჩაატარებს და ეს "ისტორიაში საუკეთესო იქნება".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system