თავში

გერმანია ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა

გერმანია ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა
გერმანია ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა

გერმანიის რიგ ქალაქებში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ისრაელის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

კერძოდ, 12 მაისს საღამოს ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ გელზენკირხენში 180-მდე დემონსტრანტმა სცადა ქალაქის ცენტრში სინაგოგისკენ გასვლა. ამავე დროს, მომიტინგეების ნაწილი ყვიროდა ანტისემიტური შინაარსის ლოზუნგებს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენა, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

იმავე დღეს, ჰანოვერის ცენტრში, პოლიციამ შეაჩერა ისრაელის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ეპიდემიის საწინააღმდეგო რეგულაციების გამო. აქციას 550-მდე ადამიანი ესწრებოდა, რომელთაგან ბევრი ნიღბის გარეშე იყო. ორმა მონაწილემ ისრაელის დროშების დაწვა სცადა, მაგრამ პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ასევე, ბერლინში დაუდგენელმა პირებმა მერიასთან ნაგვის კონტეინერი დაწვეს, რათა შენობაში ჩამოკიდებული ისრაელის დროშა დაეწვათ, მაგრამ მეხანძრეები ადგილზე მალევე მივიდნენ და დემონსტრანტებმა დროშის განადგურება ვერ შეძლეს.

ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქ მანჰეიმში, 13 მაისის ღამეს, უცნობმა პირმა სინაგოგის ფანჯარა ჩაამსხვრია. ახლა პოლიცია იძიებს და აძლიერებს მათ ყოფნას ებრაულ დაწესებულებებში. მანჰეიმის ბურგოსისტერმა და ადგილობრივი ებრაული საზოგადოების თავმჯდომარემ ინციდენტები დაგმეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system