თავში

გერმანია ივნისში მოზარდების ვაქცინაციას დაიწყებს

​გერმანია ივნისში მოზარდების ვაქცინაციას დაიწყებს
გერმანია ივნისში მოზარდების ვაქცინაციას დაიწყებს

გერმანიაში 12-დან 16 წლამდე მოზარდები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ჩაწერა 7 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

ამ ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინაციაზე ავტორიზაციის მისაღებად ევროპის მედიკამენტების სააგენტოს Biontech/Pfizer-მა მიმართა. კომპანია ვარაუდობს, რომ ნებართვას მალე მიიღებს.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის ტემპები ხელმისაწვდომი ვაქცინების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

კანცლერმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, თუმცა სკოლების უსაფრთხო ფუნქციონირება პრიორიტეტად რჩება.

პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ ზაფხულის ბოლოს ვაქცინაციის შესაძლებლობა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მერკელის თქმით, ამჟამად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა გერმანიის მოსახლეობის 41,5%-ს (35 მილიონი ადამიანი) აქვს მიღწეული. ორივე დოზით 15,7% (13 მილიონი) არის აცრილი.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 380 შემთხვევა დადასტურდა. 192 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში COVID-19-ის 3 669 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. . კორონავირუსს 88 187 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system