თავში

გერმანია ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

გერმანია ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს
გერმანია ხუთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

გერმანიაში, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებისა და დაავადების ახალი შტამის გავრცელების თავიდან აცილების გამო, 30 იანვრიდან 17 თებერვლამდე 5 ქვეყნის მოქალაქეების შესვლა იკრძალება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle იუწყება.

გერმანიის საზღვრები ორი კვირით ჩაიკეტება დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკისათვის. გამონაკლისის სახლით გერმანიაში დაბრუნება შეეძლებათ ამ ქვეყნებიდან მომავალ გერმანიის მოქალაქეებსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 2 205 171 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო 24 საათის განმავლობაში, 794 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 56 546-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system