თავში

გერმანია მკაცრ შეზღუდვებს აღდგომის შემდეგ შეამსუბუქებს

გერმანია მკაცრ შეზღუდვებს აღდგომის შემდეგ შეამსუბუქებს
გერმანია მკაცრ შეზღუდვებს აღდგომის შემდეგ შეამსუბუქებს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, ქვეყანა თანდათანობით ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. მისი თქმით გერმანიაში მკაცრი ზომები, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ შემსუბუქდება.

"დადებით ტენდენციებს ვხედავთ, მაგრამ ეს უნდა იყოს გაგრძელდეს". - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, იმისათვის რომ მკაცრი საკარანტინო ზომები შემსუბუქდეს, აუცილებელია გარკვეულ ვადამდე კვლავ დაიცვას მოსახლეობამ მითითებული წესები.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 113,200-ზე მეტია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 2 300-ზე მეტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system