თავში

გერმანია მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

​გერმანია მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
გერმანია მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

გერმანიის მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ ინტერესს კარგავს, ამიტომ ხელისუფლება მას მოუწოდებს, აცრებზე უარი არ თქვას და ჯავშანი არ გააუქმოს.

"გთხოვთ, აიცერით, აცრა მძიმე ავადობისა და სიკვდილისგანაც კი გიცავთ თქვენ, თქვენს ახლობლებს, მთელ საზოგადოებას", - განაცხადა გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა.

მისი თქმით, ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ თავი უსაფრთხოდ არავინ უნდა იგრძნოს და აუცილებლად გაიკეთოს მეორე დოზაც.

"ახლა სიტუაცია კარგია, ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია. მაგრამ ნუ გვაქვს ილუზია, რომ დაავადების ახალი საფრთხე არ იქნება", - განაცხადა ზაიბერტმა. 

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსეთის, პორტუგალიის, გაერთიანებული სამეფოსა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქეებს 10-დღიანი კარანტინის გავლა მაინც მოუწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system