
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საგანგებო მდგომარეობა 3 მაისამდე გააგრძელა, მომავალი კვირიდან კი ქვეყანაში შეზღუდვების ნელ-ნელა შემსუბუქდება დაიწყება. პირველ ეტაპზე მაღაზიების ნაწილი გაიხსნება. 4 მაისიდან სწავლა დაწყებითი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის აღდგება. საბავშვო ბაღები ჯერჯერობით ისევ დაკეტილი დარჩება. ასევე დაკეტილი დარჩება რელიგიური თავშეყრის ადგილები, რესტორნები, ბარები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები.
მომდევნო კვირიდან ასევე იგეგმება ბიბლიოთეკებისა და სილამაზის სალონების გახსნა. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ძალაში რჩება სოციალური დისტანციის მკაცრი მოთხოვნა. ქვეყნის საზღვრები ამ ეტაპზე ისევ ჩაკეტილი რჩევა და გამშვები პუნქტები მკაცრად კონტროლდება.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების 127 584 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 3254 ადამიანი ემსხვერპლა.
მედეა ცხოვრებაძე
ავტორი