თავში

გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს მიმართავენ

​გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს მიმართავენ
გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ირანს მიმართავენ

მნიშვნელოვანია, ირანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს, - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ავრცელებენ. ისინი ირანს ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, ისინი შეშფოთებულები არიან ირანის მოქმედებებით, რომელიც მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს.

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ირანის ქმედებების გამო, რომელიც მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს. ეს ქმედებები უნდა შეიცვალოს. ირანის მოქმედებები, მათ შორის სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს, დიპლომატიური გზით უნდა განვიხილოთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ირანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილება.

2020 წლის დასაწყისში ირანმა განაცხადა, რომ აღარ დაემორჩილება 2015 წლის შეთანხმებით განსაზღვრულ შეზღუდვებს ბირთვული ცენტრიფუგების რაოდენობასთან დაკავშირებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system