თავში

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გერმანია საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო COVID-19-ით შედარებით ნაკლებად არის დაზარალებული, თუმცა ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა და სექტემბრის შუა რიცხვებში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარაში გამოვლინდა.

შეგახსენებთ, საქართველოში 2020 წლის 8 ივლისიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან ტურისტებს შეუზღუდავად შეუძლიათ ჩასვლა. ამისთვის საჭიროა გერმანიის მოქალაქეობის, ან მუდმივი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. გამგზავრებამდე საჭიროა, ელექტრონულ ფორმაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიისა და საქართველოში ყოფნის დროს საკონტაქტო მონაცემების მითითება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system