თავში

გერმანია საზღვრებზე შეზღუდვებს დააწესებს

​გერმანია საზღვრებზე შეზღუდვებს დააწესებს
გერმანია საზღვრებზე შეზღუდვებს დააწესებს

გერმანია ქვეყანაში შემოსულებისთვის მოთხოვნებს ამკაცრებს. ყველა სხვა ქვეყნიდან შემოსული ნებისმიერი მოგზაური ვალდებული იქნება, კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს. ინფორმაციას ამის შესახებ SZ.de ავრცელებს.

"ჯანდაცვის სამინისტროს შემოსვლისას ტესტირების მოთხოვნის გაფართოება რაც შეიძლება მალე სურს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აქამდე ტესტის პასუხი უნდა წარმოედგინა მხოლოდ არავაქცინირებულ პირებს და მათ, ვისაც COVID-19 არ გადაუტანია და ვინც მაღალი რისკის ზონებიდან ჩამოვიდა.

ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა ახალი რეგულაცია სრულად აცრის პირებს.

ამჟამად საკითხი გერმანიის მინისტრთა კაბინეტში განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system