თავში

გერმანია საზღვრის გადმოკვეთას ამკაცრებს

​გერმანია საზღვრის გადმოკვეთას ამკაცრებს
გერმანია საზღვრის გადმოკვეთას ამკაცრებს

გერმანიის ფედერალური მთავრობის ბრძანებით, 1 ივლისიდან ყველა სხვა ქვეყნიდან შემოსული ნებისმიერი მოგზაური ვალდებული იქნება, საზღვარზე კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს.

მოთხოვნა ნებისმიერი გზით შემოსულ ვიზიტორებს ეხება. მანამდე ასეთი მოთხოვნა მხოლოდ საჰაერო გზით შემოსვლაზე ვრცელდებოდა. ახლა კი ტესტის პასუხის წარდგენა ავტომობილების, საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის მგზავრებსაც მოეთხოვება. საბუთებს საზღვარზე პოლიცია შეამოწმებს.

ამასთან გამონაკლისს 12 წლამდე ბავშვები, რომლებიც გერმანიის ტერიტორიას ტრანზიტისთვის იყენებენ, ისინი, ვინც გერმანიის საზღვარს სამსახურეობრივი მიზნებით რეგულარულად კვეთს, ასევე ვაქცინაციის სერტიფიკატის მფლობელები და COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პირები წარმოადგენენ.

ამავე დროს, ყველას, ვინც ჩამოდის რეგიონებიდან, სადაც კორონავირუსის მუტაციებია გავრცელებული, მოუწევს, წარადგინოს უარყოფითი ტესტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ვაქცინაციის ცნობა აქვს.

”საუბარია ამ ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაზე... შემოდგომაზე ჩვენ უნდა ავიცილოთ გართულებები, როგორც ეს შარშან მოხდა”, - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ოლაფ შოლცმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system