თავში

გერმანია თურქეთს საბრძოლო მასალას აღარ მიჰყიდის

გერმანია თურქეთს საბრძოლო მასალას აღარ მიჰყიდის
გერმანია თურქეთს საბრძოლო მასალას აღარ მიჰყიდის

გერმანიიდან თურქეთში საბრძოლო მასალის ექსპორტი აიკრძალა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის პასუხია.

„გერმანიის ფედერალური მთავრობა აღარ გასცემს ნებართვას საბრძოლო აღჭურვილობის თურქული მხარისათვის მიყიდვის თაობაზე, რადგან ის სირიაში შეიძლება იყოს გამოყენებული“, - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ წელს გერმანიიდან თურქეთში 243 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო აღჭურვილობა გავიდა ექსპორტზე. 2019 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით კი თურქეთმა ამ ქვეყნიდან 184 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system