თავში

გერმანია ვაქცინაციის ციფრულ სერტიფიკატს ნერგავს

გერმანია ვაქცინაციის ციფრულ სერტიფიკატს ნერგავს
გერმანია ვაქცინაციის ციფრულ სერტიფიკატს ნერგავს

გერმანიაში ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატის ეტაპობრივი დანერგვა დაიწყო. CovPass ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაციას დაადასტურებს. ამის შესახებ DW ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

იენს შპანის თქმით, ივლისიდან CovPass ევროკავშირში მოგზაურობისთვის იქნება გამოყენებული.

"მიზანი ისაა, რომ ეს სერტიფიკატი წაიკითხონ ჰელსინკიშიც, ამსტარდამშიც და მაიორკაზეც. ამით ჩვენ, ისევე როგორც ევროკავშირის, საერთაშორისო მოგზაურობისთვის სტანდარტებს ვაწესებთ", - განაცხადა მინისტრმა.

მომხმარებლებს CovPass-ის აპლიკაციის მობილურში უკვე შეუძლიათ. ამასთან, სულ მალე განახლდება აპლიკაცია Corona-Warnapp, რომელსაც ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატი დაემატება.

10 ივნისის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი 19,9-მა მილიონმა ადამიანმა დაასრულა. 39,1 მილიონმა ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო, რაც მოსახლეობის 47%-ია. 

Worldometer-ის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში კორონავირუსის 3,718,617 შემთხვევა დადასტურდა, 90,283 ადამიანი გარდაიცვალა, 3,569,000 გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system