თავში

გერმანიაში ცირკიდან გაქცეული ზებრა მოკლეს

​გერმანიაში ცირკიდან გაქცეული ზებრა მოკლეს
გერმანიაში ცირკიდან გაქცეული ზებრა მოკლეს

გერმანიაში ზებრა მოკლეს, რომელიც მანამდე ცირკიდან გაიქცა.

მეკლენბურგ-წინა პომერანიის ფედერალურ მიწაზე ცხოველი ადგილობრივი ცირკიდან გაიქცა და გზის სავალ ნაწილზე რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. სამართალდამცავები მის დაჭერას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ზებრამ კიდევ რამდენიმე მანქანა დააზიანა, რის შემდეგ პოლიციამ მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ცირკიდან კიდევ ერთი ზებრა გაიქცა, რომელიც მალევე დაიჭირეს და ადმინისტრაციას დაუბრუნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system