თავში

გერმანიას კორონავირუსის მესამე ტალღა ემუქრება

გერმანიას კორონავირუსის მესამე ტალღა ემუქრება
გერმანიას კორონავირუსის მესამე ტალღა ემუქრება

ვირუსოლოგები გერმანიის ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ქვეყანას COVID-19-ის მესამე ტალღა ემუქრება. ამის შესახებ წამყვანმა გერმანელმა ვირუსოლოგმა ქრისტიან დროსტენმა განაცხადა. 

გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, კორონავირუსი გერმანიაში კვლავ სწრაფად ვრცელდება და მესამე ტალღა, რომელიც ახლა დაიწყო, შესაძლოა, ისეთივე ძლიერი აღმოჩნდეს, როგორც მეორე იყო.

ვირუსოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ინფექციის გავრცელება ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, პანდემიის თავიდან აცილება ვაქცინის დახმარებითაც შეუძლებელი იქნება.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსის 7 890 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, COVID-19-ს  157 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის გავრცელების დღიდან გერმანიაში კორონავირუსით სულ 2 444 177 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 70 589 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system