თავში

გერმანიას სექს-სკანდალის ფონზე ლიეტუვიდან სამხედროები გაჰყავს

​გერმანიას სექს-სკანდალის ფონზე ლიეტუვიდან სამხედროები გაჰყავს
გერმანიას სექს-სკანდალის ფონზე ლიეტუვიდან სამხედროები გაჰყავს

გერმანიას ლიეტუვაში NATO-ს მისიიდან ბუნდესვერის 30-კაციანი რაზმი გამოჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის თქმით, საჭიროა გაუპატიურებებისა და სექსუალური ძალადობის, ასევე ანტისემიტური სიმღერების ფაქტის დეტალური გამოძიება.

"დარღვევები ბუნდესვერის რეპუტაციას ძირს უთხრის, დამნაშავეები პასუხს მთელი სიმკაცრით აგებენ", - დასძინა მინისტრმა.

მანამდე ჟურნალი Der Spiegel წერდა, რომ ლიეტუვაში NATO-ს მისიიდან 4 გერმანელი ჯარისკაცი გაიწვიეს. მათ ერთ-ერთ წვეულებაზე უწესო ქცევაში ადანაშაულებენ. გამოძიების ცნობით, 30 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე ჯარისკაცები ხმაურობდნენ, რის გამოც სამხედრო პოლიცია გამოიძახეს. ერთ ერთი ჯარისკაცი მძინარე სამხედროს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას ცდილობდა, რასაც კიდევ ერთი ადამიანი ვიდეოზე იღებდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, ბუნდესვერის წევრები გიტლერის დაბადების დღეს, 20 აპრილს ნაცისტურ და ანტისემიტურ სიმღერებს მღეროდნენ.

ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელის სკანდალში ფიგურირებს, გერმანიაში დაბრუნდება, სადაც გამოძიების შედეგების დასრულებას დაელოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system