თავში

გერმანიასა და ავსტრიაში ხალხმრავალი აქციები გაიმართა

გერმანიასა და ავსტრიაში ხალხმრავალი აქციები გაიმართა
გერმანიასა და ავსტრიაში ხალხმრავალი აქციები გაიმართა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, 6 მარტს, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართულ აქციაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.  

"დემოკრატია, ძირითადი უფლებები და თავისუფლებები", - ამ ლოზუნგით გამოვიდნენ დემონსტრანტები ვენის ქუჩებში. აქციის მონაწილეები ქვეყანაში საკარანტინო ზომების შესუსტებას და ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის გადადგომას მოითხოვდნენ. 

იმავე დღეს, 6 მარტს, საკარანტინო შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართული ხალხმრავალი აქცია გაიმართა გერმანიაში,  კერძოდ საქსონიასა და საქსონია-ანჰალთში.

აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მსვლელობა მოაწყვეს, რომელშიც დაახლოებით 1 000 ერთეული ტექნიკა იღებდა მონაწილეობას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system