თავში

გერმანიაში 12-17 წლის ბავშვების ბუსტერებით აცრის რეკომენდაციით გამოდიან

​გერმანიაში 12-17 წლის ბავშვების ბუსტერებით აცრის რეკომენდაციით გამოდი
გერმანიაში 12-17 წლის ბავშვების ბუსტერებით აცრის რეკომენდაციით გამოდიან

გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტი 12-17 წლის ასაკის ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერის გამოყენების ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას DW ავრცელებს.

რობერტ კოხის ინსტიტუტის განმარტებით, ბავშვები ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის განსაზღვრულ დოზას მეორე დოზიდან, სულ მცირე, 3 თვეში მიიღებენ.

12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ე.წ. ბუსტერ დოზისთვის მხოლოდ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა იქნება გამოყენებული.

გერმანიაში კორონავირუსზე მოსახლეობის 72.3% სრულად აცრილია, "ბუსტერ" დოზა კი 45%-ს აქვს მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system