თავში

გერმანიაში ანონიმური წერილების ავტორი ნეონაცისტი დააკავეს

​გერმანიაში ანონიმური წერილების ავტორი ნეონაცისტი დააკავეს
გერმანიაში ანონიმური წერილების ავტორი ნეონაცისტი დააკავეს

გერმანიის პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც სიძულვილის ენისა და ნეონაცისტური აბრევიატურის გამოყენებით წერილების გაგზავნაშია ეჭვმიტანილი. 53 წლის ულტრამემარჯვნე მამაკაცი, რომელიც ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი, ბერლინში, საკუთარ ბინაში, ჩხრეკისას დააკავეს. იგი მემარცხენე და რეგიონულ პოლიტიკოსებს სამი წლის განმავლობაში მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდა. ეჭვმიტანილი მუქარის შეტყობინებებს უგზავნიდა ასევე თურქულ-გერმანული წარმოშობის ადვოკატს, რომელიც ულტრამემარჯვენეთა მსხვერპლთა ინტერესებს იცავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ნეონაცისტური დაჯგუფების წევრებმა ქსენოფობიური იდეების საფუძველზე 10 ადამიანი იმსხვერპლეს.

ეჭვმიტანილი წერილებს შემდეგი აბრევიატურით აწერდა ხელს - NSU 2.0, რაც იატაკქვეშა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას გულისხმობს. პარტია 2000 -2007 წლებში 8 თურქის, ასევე ბერძენი და გერმანელი ქალების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. დაჯგუფების ცოცხლად დარჩენილ ერთადერთ წევრს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system