თავში

გერმანიაში აპრილში პანდემიის პიკს ელოდებიან

გერმანიაში აპრილში პანდემიის პიკს ელოდებიან
გერმანიაში აპრილში პანდემიის პიკს ელოდებიან

გერმანიის ჯანდაცვის ექსპერტები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემთხვევაში, შესაძლოა, ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდოს და კორონავირუსის შემთხვევებმა აპრილის შუა რიცხვებში კვლავ პიკს მიაღწიოს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) ინფექციური დაავადებების ცენტრის პროგნოზით, წლის მე-14 კვირაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა 30 000-ს გადააჭარბოს.

”ტენდენციების ექსტრაპოლაციამ აჩვენა, რომ მე-14 კვირიდან, შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა შობის პერიოდის მაჩვენებელს გადააჭარბოს”, - აღნიშნულია ინსტიტუტის ანგარიშში.

გერმანიის ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის საკითხს 22 მარტს განიხილავს. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი 12 674-ით გაიზარდა, ხოლო 239 პირი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, დაღუპულთა რიცხვი 73 301-ს შეადგენს, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა  2 558 455-ს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system