თავში

გერმანიაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი იზრდება

​გერმანიაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი იზრდება
გერმანიაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი იზრდება

გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში Sars-CoV-2-ით ინფიცირების 64 340 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 443 ადამიანი გარდაიცვალა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტის ავრცელებს.

ეს თითქმის 22 ათასით მეტია, ვიდრე იმავე დღეს ერთი კვირის წინ.

ავადობის მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 7 დღის განმავლობაში 285,9-მდე გაიზარდა. ერთი კვირის წინ მან 207,4 შეადგინა (თუმცა, დეკემბერში მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია - საშუალოდ 441,9-ს).

გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 7 361 660 შემთხვევაა დადასტურებული, 113 368 პაციენტი გარდაიცვალა.

პარასკევს, 7 იანვარს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს ახალი ზომების შესახებ გაესაუბრება, რათა კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების შეჩერებას ეცადოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system