
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 184 861-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ინფიცირების 318 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში 18 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 8 729-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა 170 000-ზე მეტი პაციენტი.