რობერტ კოხის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 2 458 ადამიანი დაინფიცირდა, შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 139 897-მდე გაიზარდა.
ერთ დღეში COVID-19-ით დაავადებული 184 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა საერთო რიცხვმა 4 294-ს მიაღწია.
უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისათვის 88 400 ადამიანი ინფექციისგან განიკურნა, მათ შორის 2 700 ბოლო 24 საათში. სულ დაავადებისგან, ინფიცირებულთა დაახლოებით 63% განიკურნა.