თავში

გერმანიაში დაუდგენელმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს

გერმანიაში დაუდგენელმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს
გერმანიაში დაუდგენელმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს

გერმანიის ქალაქ ჰალეში დაუდგენელმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციის განცხადებით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლა სინაგოგასთან ახლოს მოხდა. ამავე დროს ებრაული სასაფლაოს ტერიტორიაზე ხელყუმბარა აფეთქდა.

პოლიცია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცავები მათ დასაკავებლად სპეცოპერაციას ატარებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system