თავში

გერმანიაში დღეიდან შემსუბუქების ეტაპი დაიწყო

გერმანიაში დღეიდან შემსუბუქების ეტაპი დაიწყო
გერმანიაში დღეიდან შემსუბუქების ეტაპი დაიწყო

გერმანიაში დღეიდან პატარ-პატარა მაღაზიების გახსნა დაიწყო, მათ შორის არის წიგნების, ყვავილების, პირველი აუცილებლობისა და საცალო ვაჭრობის ობიექტები.

ქვეყანაში, შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, როცა კვირაში ვირუსის 100 000 შემთხვევა ვლინდებოდა, უმკაცრესი შეზღუდვები მოქმედებდა. დღეიდან იმ რეგიონებში, სადაც შემთხვევების რაოდენობა კვირაში 50 000-ზე ქვევით ჩამოვიდა, გარკვეული შემსუბუქების გამოცხადება შეუძლიათ. გაიხსნა მაღაზიები, მუზეუმები, გალერეები და ზოოპარკები.

ახლო მომავალში ავტოსკოლები და საზაფხულო სკოლები განაახლებს მუშაობას. იმ ადგილებში, სადაც მუშაობის სპეციფიკა ნიღბის მოხსნა მოითხოვს, თანამშრომლებს ექსპრეს-ტესტების წარდგენა ევალებათ.

იმ ადგილებში, სადაც შემთხვევების რაოდენობა კვირაში 50-ს არ აჭარბებს სპორტდარბაზები გაიხსნება.

დღეიდან ასევე დაშვებულია ორი ოჯახის შეხვედრები, თუმცა შეკრებილ ადამიანთა საერთო რაოდენობა 5-ს არ უნდა აჭარბებდეს. 14-წელს ქვევით ბავშვები ამ სათვალავში არ შედიან.

გერმანიაში თუ 2 კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდება, შემსუბუქების მომდევნო ეტაპი 22 მარტიდან დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system