თავში

გერმანიაში ევროკავშირის ყოფილ დიპლომატი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

ევროკავშირის ყოფილ დიპლომატი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანი
გერმანიაში ევროკავშირის ყოფილ დიპლომატი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი

გერმანიის გენერალური პროკურორი პეტერ ფრანკი ევროკავშირის ყოფილი დიპლომატისა და ცნობილი გერმანული ლობისტი კომპანიის ორი თანამშრომლის საქმეს იძიებს, რომლებიც ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილნი.

გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, ორი ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კერძო და საქმიან ინფორმაციას აწვდიდა, მესამემ კი ამაზე თანხმობა განაცხადა.

პოლიციამ ჩხრეკა ბერლინში, ბრიუსელში, ბადენ-ვიურგემბერსა და ბავარიაში მდებარე ობიექტებში ჩაატარა.

გამოცემა წერს, რომ მთავარი ეჭვმიტანილი ევროკომისიის ყოფილი თანამშრომელია, რომელიც ბრიუსელში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, ასევე რამდენიმე ქვეყანაში ევროკავშირის ელჩი იყო.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, მან კარიერა 2017 წელს დაასრულა, ორი სხვა ეჭვმიტანილი გადაიბირა და ჩინურ მხარესთან თანამშრომლობა დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system