თავში

გერმანიაში ევთანაზია ნებადართული ხდება

​გერმანიაში ევთანაზია ნებადართული ხდება
გერმანიაში ევთანაზია ნებადართული ხდება

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ, ევთანაზიასთან დაკავშირებით, ავადმყოფისთვის დახმარებაზე აკრძალვა გააუქმა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ევთანაზიის მსურველი ადამიანისთვის დახმარების აკრძალვა არაკონსტიტუციურია.

გერმანიაში, ჰოლოკოსტის შემდეგ, როდესაც ფაშისტებმა უამრავი ებრაელი დახოცეს და მათზე სასტიკი ექსპერიმენტები ჩაატარეს, ევთანაზია საკმაოდ მტკივნეული თემაა.

გერმანიაში აქამდე მოქმედი კანონის თანახმად, ადამიანები, რომლებსაც ევთანაზიის გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული, დახმარებისთვის ახლობლებს მიმართავდნენ, ან უცხოეთში მიდიოდნენ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მესამე პირის მიერ გაწეული დახმარება ავადმყოფისთვის, რომელმაც თვითმკვლელობა ნებაყოფლობით გადაწყვიტა, კანონით დასაშვები ხდება.

პალიატიური მედიცინის წარმომადგენელთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონში ცვლილებამ, შესაძლოა, ადამიანების ნაადრევი სიკვდილი გამოიწვიოს, რაც, ხშირ შემთხვევაში, მათი ნება-სურვილით შეიძლება სულაც არ იყოს განპირობებული.

ევთანაზია მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოშია ნებადართული, სადაც ექიმები, პაციენტის გადაწყვეტილების შემთხვევაში, მათ სასიკვდილო დოზის მედიკამენტს აძლევენ, რაც ავადმყოფს სიკვდილში ეხმარება, ან პაციენტი მსგავს ქმედებას თავად ახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system