თავში

გერმანიაში 18 წლის ფეხმძიმე გოგონას მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

ფეხმძიმეს ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა
გერმანიაში 18 წლის ფეხმძიმე გოგონას მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

გერმანიაში 18 წლის ფეხმძიმე გოგონას მკვლელობაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. 19 წლის ნიკოლას კ. საპატიმროში 12 წელს გაატარებს, 21 წლის ნიკო გ. - მთელს დარჩენილ ცხოვრებას.

მკვლელობა ქალაქ ცინოვიცეში მარტში მოხდა. მარია, რომელიც იმ მომენტში სამი თვის ფეხმძიმე იყო, მამაკაცებთან 2 წლის განმავლობაში მეგობრობდა. ისინი გოგონას სახლში ხშირად იკრიბებოდნენ. ერთხელაც ნიკოლასს და ნიკოს მასთან დამტენი დარჩათ. მის წასაღებად მოსულმა ახალგაზრდებმა მარიას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ბრალდებულების თქმით, მათ აინტერესებდათ ენახათ, როგორ კვდება ადამიანი.

ორივე დაკავებულმა ჩადენილი აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system