თავში

გერმანიაში "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

​გერმანიაში "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი რუსეთის მოქალაქეები დაა
გერმანიაში ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი რუსეთის მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო მხარდამჭერების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულთა შორის რუსეთის ორი მოქალაქეა. ინფორმაციას დიუსელდორფის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით პორტალი DN News ავრცელებს.

ოპერაცია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის დიურენის რაიონში ჩატარდა. მასში 350-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ დიურენის რაიონში "სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი ძალადობის სერიოზული აქტის" მომზადებაში 5 ადამიანია ეჭვმიტანილი, რომელთა ასაკი 16-დან 22-წლამდე მერყეობს.

ორი მათგანი 16 და 17 წლისაა, მათ აქვთ გერმანიის და რუსეთის მოქალაქეობა, კიდევ ორი ეჭვმიტანილი - 16 და 22 წლის - გერმანიის მოქალაქეა, მე-5 კი 18 წლის თურქეთის მოქალაქეა.

პოლიციის ცნობით, მათ ტერაქტის მოსამზადებლად ტერორისტული მოძრაობის პროპაგანდისტული მასალების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, რადგან გამოძიება არასრულწლოვანებს ეხება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system