თავში

გერმანიაში კორონავირუსის 30 643 შემთხვევა გამოვლინდა

​გერმანიაში კორონავირუსის 30 643 შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსის 30 643 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსის 30 643 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

მანამდე ანტირეკორდი 18 ნოემბერს გამოვლინდა, როდესაც კორონავირუსი 65 371 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამეში 62 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში 99 124 პაციენტი გარდაიცვალა.

ამგვარად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ის 5 385 585 შემთხვევა დადასტურდა. 4,5 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ინფიცირების 7-დღიანი გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას სულ მოსახლეზე 386,5 შეადგენს, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია.

გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რომელიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ვაქცინაციის შემდეგ, კარანტინის პოტენციური გამკაცრებისთვის საკვანძო ინდიკატორად ითვლება. ამჟამად 100 ათას სულ მოსახლეზე ის 5,34-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system