თავში

გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

​გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა
გერმანიაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში კორონავირუსის 1 006 394 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემები, რომელიც პარასკევს, 27 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 22 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში COVID-19-ს 15 586 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 426 ადამიანი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

2 ნოემბრიდან გერმანიაში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. კერძოდ, ქვეყანაში დაკეტილია ბარები, კაფეები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები. ამავდროულად, საგაზაფხულო კარანტინისგან განსხვავებით, ბაღები და სკოლები, საპარიკმახეროები და მაღაზიები ღია რჩება. თუმცა გერმანიის კანცლერის კანცლერი ანგელა მერკელი არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვები, შესაძლოა, გამკაცრდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system