თავში

გერმანიაში კორონავირუსის დღიური რეკორდი დაფიქსირდა

​გერმანიაში კორონავირუსის დღიური რეკორდი დაფიქსირდა
გერმანიაში კორონავირუსის დღიური რეკორდი დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა დღე-ღამეში 80 430-ით გაიზარდა, რაც მთელი პანდემიის პერიოდში რეკორდული დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას რობერტ კოხის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ავრცელებს.

წინა ანტირეკორდი 25 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც დღეში ინფიცირების 75 961 შემთხვევა გამოვლინდა.

გერმანიაში ეპიდემიის დაწყებიდან COVID-19-ის 7 661 811 შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შედეგად ქვეყანაში 24 საათში 384 პაციენტი გარდაიცვალა. გერმანიაში პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 114 735-ს მიაღწია.

ქვეყანაში, სადაც 83,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 6,2 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიის ფედერალური სტატისტიკური უწყების წინასწარი შედეგების მიხედვით, 1946 წლის შემდეგ გერმანიაში წლიურმა სიკვდილიანობამ პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ადამიანს და 1 016 899 შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system