თავში

გერმანიაში კორონავირუსის მესამე ტალღა ყველაზე რთულია - მერკელი

​გერმანიაში კორონავირუსის მესამე ტალღა ყველაზე რთულია - მერკელი
გერმანიაში კორონავირუსის მესამე ტალღა ყველაზე რთულია - მერკელი

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, - ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

"საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის პალატებში დაკავებული ადგილების რიცხვი იზრდება და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს მესამე ტალღა ჩვენთვის ყველაზე რთული  აღმოჩნდა", - განაცხადა მან.

კანცლერის თქმით, მომავალი ეკონომიკური განვითარება იმაზე იქნება გამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოხერხდება პანდემიის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება.

"ვაქცინაცია კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი რჩევა, ტესტირება კი ნორმალიზაციისკენ ხიდების გაყვანაში გვეხმარება", - აღნიშნა მერკელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system