თავში

გერმანიაში კორონავირუსზე მოსახლეობის თითქმის ორი მესამედია აცრილი

​გერმანიაში კორონავირუსზე მოსახლეობის თითქმის ორი მესამედია აცრილი
გერმანიაში კორონავირუსზე მოსახლეობის თითქმის ორი მესამედია აცრილი

გერმანიის მოსახლეობის თითქმის ორმა მესამედმა (63.6%, 52.9 მილიონი ადამიანი) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.

ამასთან, მოსახლეობის 67.5%-მა (56.1 მილიონი ადამიანი) ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.

გერმანიის 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობას შორის ნაწილობრივ ან სრულად ვაქცინირებული წილი 78.3%-ს შეადგენს, 12-17 წლის მოზარდებს შორის - თითქმის 40%-ს,,

”ვაქცინა იცავს და თავისუფლებასა და ნორმალურ ცხოვრებას გვიბრუნებს”, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა.

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 10,696 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 4.17 მილიონს აჭარბებს. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 115-ით გაიზარდა და 93 238 შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system