თავში

გერმანიაში ლენინის ძეგლი გაიხსნება

გერმანიაში ლენინის ძეგლი გაიხსნება
გერმანიაში ლენინის ძეგლი გაიხსნება

გერმანიის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ გელენკირხენში, 20 ივნისს ვლადიმერ ლენინის ძეგლი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამაარსებლის ძეგლის დადგმის იდეა, რომლის სიმაღლეც 2 მეტრსა და 15 სანტიმეტრს შეადგენს, "გერმანიის მარქსისტულ-ლენინურ პარტიას"ეკუთვნის. მემარცხენე პარტია ლენინის ძეგლის დადგმას ორი წლის განმავლობაში ცდილობდა, ვინაიდან, თავდაპირველად, ქალაქის ხელისუფლებამ ძეგლის აღმართვაზე უარი განაცხადა. თუმცა, ქალაქ გელენკირხენის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 6 მარტს აღნიშნული აკრძალვა გაუქმდა და პარტიას ძეგლის დადგმის უფლება მიეცა. 

ლენინის ძეგლი ქალაქის ისტორიული შენობის წინ განთავსდება, რომელსაც ხუროთმოძღვრული ძეგლის სტატუსი აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system