თავში

გერმანიაში "ლოქდაუნი" 18 აპრილამდე გაგრძელდება

​გერმანიაში "ლოქდაუნი" 18 აპრილამდე გაგრძელდება
გერმანიაში ლოქდაუნი 18 აპრილამდე გაგრძელდება

გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული "ლოქდაუნი" 18 აპრილამდე გაგრძელდება. გადაწყვეტილება კანცლერ ანგელა მერკელისა და ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე იქნა მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Spiegel ავრცელებს.

მანამდე "ლოქდაუნი" 29 მარტამდე მოქმედებდა.

გამოცემის ცნობით, ფედერალური და ადგილობრივი მთავრობები თვლიან, რომ "აპრილში ჯანდაცვის სისტემების გადატვირთულობაა მოსალოდნელი".

ბოლო პერიოდში ქვეყანაშ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება - დღეის მონაცემებით 7 დღიანი მაჩვენებელი 100 000 ადამიანზე 107,3 შემთხვევას შეადგენს.

Worldometres-ის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში COVID-19-ის 1,907 შემთხვევა გამოვლინდა და 35 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 2,671,907 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსმა 75,305 ადამიანი იმსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system