თავში

გერმანიაში ლოკდაუნი, შესაძლოა, 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს

გერმანიაში ლოკდაუნი, შესაძლოა, 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, პიტერ ალტრმაიერის განცხადებით, გერმანიაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შესაძლოა, 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

„ჩვენს წინ სამი თუ ოთხი რთული ზამთრის თვე გველის, შესაძლოა, შეზღუდვებმა 2021 წლის დასაწყისსი, რამდენიმე თვის განმავლობაშიც იმოქმედოს“, – განაცხადა ალტმაიერმა.

მინისტრის განცხადებით, გერმანიის დიდ ნაწილში 100,000 მოსახლეზე 50 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა.

მიმდინარე კვირაში, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გერმანიის 16 ფედერალური სახელმწიფოს ლიდერებს დათანხმდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საკარანტინო ზომები სულ მცირე 20 დეკემბრამდე გახანგრძლივებულიყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system