თავში

გერმანიაში მინისტრმა პლაგიატის გამო თანამდებობა დატოვა

გერმანიაში მინისტრმა პლაგიატის გამო თანამდებობა დატოვა
გერმანიაში მინისტრმა პლაგიატის გამო თანამდებობა დატოვა

გერმანიის საოჯახო საქმეთა, ქალთა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ფრანცისკა გიფაიმ (SPD) თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ის პლაგიატში დაადანაშაულეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Focus ავრცელებს.

ცნობილია, რომ მინისტრმა თანამდებობა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ასპირანტურის დიპლომის ირგვლივ დაწყებული სკანდალის გამო დატოვა. მედია წერდა, რომ მისი სადიპლომო ნამუშევარი პლაგიატია.

მანამდე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის სპეციალური კომისია მინისტრის აკადემიური ხარისხის ჩამორთმევის მომხრეა.

ცნობილია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის სპეციალურმა კომისიამ პრეზიდიუმს 5 მაისს წარუდგინა გადაწყვეტილება, მაგრამ ამ დოკუმენტის შინაარსი არ გახმაურებულა. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრს ოთხი კვირის ვადა მისცეს კონტრ-განცხადების გასაკეთებლად. უნივერსიტეტი მედიასთან კომენტარის გაკეთებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ აპირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system