თავში

გერმანიაში მკაცრი კარანტინი ამოქმედდება

გერმანიაში მკაცრი კარანტინი ამოქმედდება
გერმანიაში მკაცრი კარანტინი ამოქმედდება

გერმანიის ფედერალური და რეგიონალური ხელისუფლება შეთანხმდა, რომ არაუგვიანეს 16 დეკემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით მკაცრი კარანტინი დაწესდება.  

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ამ დროისათვის ე.წ. "რბილი ლოქდაუნი" მოქმედებს. გახსნილია საბავშვო ბაღები და სკოლები, სავაჭრო ცენტრები და არასასურსათო დანიშნულების მაღაზიები.

თუმცა, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში დაკეტილია ბარები და რესტორნები. 

ბავარიის პრემიერ-მინისტრმა მარკუს სოდერმა გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა, რომ ახალი შეზღუდვები გაცილებით ფართო მასშტაბის იქნება. კერძოდ იგეგმება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და მაღაზიების დახურვა. ამასთან, ამ დროისათვის ნებადართულია არაუმეტეს 5 ადამიანის შეკრება, შობის პერიოდში ეს რიცხვი 10-მდე გაიზრდება, თუმცა სავალდებულო, იქნება რომ შეკრებილი პირები ერთი ოჯახის წევრები ან ნათესავები იყვნენ. 

”ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ საჭირო ზომები კვირის შუა რიცხვებამდე,” - განაცხადა სოდერმა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მონაცემებით, გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 28,438-ით გაიზარდა, ხოლო დაავადებას კიდევ 496 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system