თავში

გერმანიაში მმართველი კოალიცია შეიქმნა

​გერმანიაში მმართველი კოალიცია შეიქმნა
გერმანიაში მმართველი კოალიცია შეიქმნა

გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ და მწვანეთა პარტიამ გერმანიაში კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

ქვეყნის მომავალმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წლებში კოალიცია ის სასიკეთოდ იმუშავებს როგორც ერთი გუნდი.

”როდესაც ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, ჩვენ გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით, უნდა გავუმკლავდეთ კოროვირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს”, - განაცხადა შოლცმა ხელმოწერის ცერემონიაზე.

კოალიცია ამ დრომდე არასდროს ყოფილა ჩართული ფედერაციის მართვაში. სამმხრივი ალიანსი ევროპის უმდიდრესი ეკონომიკის მოდერნიზებას და კლიმატის ცვლილებებზე ძალისხმევის გაზრდას ისახავს ოფიციალურ მიზნად.

კანცლერ ანგელა მერკელის ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა 16 წლის შემდეგ პირველად ოპოზიციაში გადავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system