თავში

გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის რიცხვმა პიკს მიაღწია

გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის რიცხვმა პიკს მიაღწია
გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის რიცხვმა პიკს მიაღწია

გერმანიაში, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის რაოდენობამ 2020 წელს პიკს მიაღწია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს.

2020 წელს გერმანიის პოლიციამ 44 034 პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული დაარეგისტრირა. მათგან, 3 354 ძალადობრივი ხასიათის იყო. რაც  2 500-ით აღემატება წინა 2016 წლის ანტირეკორდს.

ამავე დროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ნიშნით ჩადენილი დანაშაულების უმეტესობა - დაახლოებით 23 400 - მემარჯვენე რადიკალებმა ჩაიდინეს. 11 000 დანაშაულის უკან, სავარაუდოდ, მემარცხენე იდეების მომხრეები დგანან. 630-ზე მეტი დანაშაული  ეთნიკური სიძულვილის ან რელიგიური სიძულვილის საფუძველზე არის ჩადენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system