თავში

გერმანიაში რესპირატორების ტარება სავალდებულო გახდება

გერმანიაში რესპირატორების ტარება სავალდებულო გახდება
გერმანიაში რესპირატორების ტარება სავალდებულო გახდება

გერმანიის ხელისუფლებამ, შესაძლოა, კორონავირუსისგან თავის დასაცავად ქუჩაში უფრო ძლიერი დამცავი ნიღბის - რესპირატორი FFP2-ის ტარების აუცილებლობა შემოიღოს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მსგავსი რეგულაცია ბავარიაში უკვე მოქმედებს და ის, შესაძლოა, საყოველთაო გახდეს. გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით კანცლერმა ანგელა მერკელმა, ფედერალური ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, დღეს უნდა მიიღოს.

გერმანიას თავად შეუძლია აწარმოოს FFP2/FFP3 ტიპის რესპირატორები და წელიწადში 750 მილიონი რაოდენობის პროდუქცია შექმნას. შესაბამისად, მას მოსახლეობის საჭირო ნიღბით უზრუნველყოფის პრობლემა არ ექნება.

ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით გამკაცრებული რეგულაციები 25 იანვრიდან ავსტრიაშიც ამოქმედდება. ტრანსპორტით მგზავრობისას და ვაჭრობის სფეროში მომუშავე პერსონალს ჩვეულებრივ პირბადეზე უფრო ძლიერი დამცავი საშუალების, FFP2 ტიპის რესპირატორების ტარების მოხმარების ვალდებულება ეკისრება.

გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების 2 052 028 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 47 622 და გამოჯანმრთელდა მილიონ 700 000 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system