თავში

გერმანიაში, რობერტ კოხის ინსტიტუტს თავს დაესხნენ

გერმანიაში, რობერტ კოხის ინსტიტუტს თავს დაესხნენ
გერმანიაში, რობერტ კოხის ინსტიტუტს თავს დაესხნენ

გერმანიის ინფექციური დაავადებების ცენტრს, რობერტ კოხის უნივერსიტეტის შენობას თავს დაესხნენ. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა Reuters წერს. 

გამოცემის ცნობით, რამდენიმე პირმა ინსტიტუტის შენობას მინის ბოთლისგან დამზადებული ცეცხლგამჩენი ასაფეთქებელი საშუალება ესროლა, რის შედეგადაც დაწესებულება მსუბუქად დაზიანდა. 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ბერლინის პოლიცია შეისწავლის იყო თუ არა თავდასხმა პოლიტიკურად მოტივირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system