თავში

გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მდივანს ასამართლებენ

​გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მდივანს ასამართლებენ
გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მდივანს ასამართლებენ

96 წლის ირმგარდ ფურხნერი, რომელსაც მსოფლიო ომის დროს სამხედრო დანაშაულებებში ადანაშაულებენ, სასამართლოს წინაშე წარდგა მას შემდეგ, რაც სექტემბრის ბოლოს სასამართლო სხდომის წინ გაიქცა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

იმგარდ ფ.-ს ჯამში 10 ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ის "ეხმარებოდა და მხარს უჭერდა მათ, ვინც ბანაკს ხელმძღვანელობდა, 1943 წლის ივნისიდან 1945 წლის აპრილამდე პერიოდში პატიმრების სისტემატურ მკვლელობებში მონაწილეობდა, როდესაც ბანაკში სტენოგრაფისა და მემანქანის ფუნქციას ასრულებდა.

სხდომამდე ფურხნერმა მოსამართლეს მიმართა და აღნიშნა, რომ სასამართლოში პირადად გამოცხადება არ სურდა, რადგან ზიზღისა და დაცინვის ეშინოდა. ამიტომაც დარბაზში ის ნიღბით და თავსაბურავით იჯდა.

ქალი არასრულწლოვანთა სასამართლოს წინაშე წარდგა, რადგან დანაშაულის მომენტში ის 21 წელზე ნაკლები ასაკის იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system