თავში

გერმანიაში, სამართალდამცავებმა მატარებლიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს

გერმანიაში, სამართალდამცავებმა მატარებლიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ა
გერმანიაში, სამართალდამცავებმა მატარებლიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს

გერმანიაში, ქალაქ კელნში მდებარე რკინიგზის სადგურზე, ერთ-ერთ მატარებელში სამართალდამცავებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Bild ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც ყუთში ინახებოდა, მატარებლის დამლაგებელმა მიაგნო. ინციდენტის ადგილას, სამართალდამცავებთან ერთად გამნაღმველთა ჯგუფიც მივიდა, რომლებმაც ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელჰყვეს. 

მოწყობილობა წინასწარი მონაცემებით, გამოსაყენებლად მზად იყო. გამოძიებას  კელნის კრიმინალური ოფისის ანტიტერორისტული ჯგუფი აწარმოებს. სამართალდამცავებმა რკინიგზის სადგურში მდებარე 27 მატარებელი შეამოწმეს.

ამ დროისათვის უცნობია, საქმე წარუმატებელი ტერორისტული თავდასხმის ეხება, თუ ტერორისტების მხრიდან მუქარა განხორციელდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system